გაკვეთილის თემა
|
წმენდა ქიმიით
|
||||||||||||||||||||
სწავლების საფეხური
|
საშუალო X-კლასი
|
||||||||||||||||||||
გაკვეთილის ხანგრძლივობა
|
90 წთ ( 45+45)
|
||||||||||||||||||||
მოსწავლეთა პროფილი
|
20 მოსწავლე
|
||||||||||||||||||||
გაკვეთილის აქტუალობა /მნიშვნელობა
|
გაეცნობიან კბილის პასტის ქიმიურ შედგენილობას და ლაბორატორიაში დაამზადებენ
კბილის პასტას და გამოიკვლევენ თვისებებს
|
||||||||||||||||||||
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
კვლევის მიზანი
1.შეაგროვონ ინფორმაცია და გამოიკვლიონ გაყიდვაში არსებული
სხვადასხვა ტიპის კბილის პასტები
2. დაადგინონ კბილის პასტაში შემავალი ინგრედიენტები
3.დააჯგუფონ სხვადასხვა ინგრედიენტები მათი მოქმედებისა და ფუნქციის მიხედვით
4. მოიპოვოს ინფორმაცია ძველად არსებული კბილის გამწმენდი საშუალებების შესახებ
5.გააჯგუფოს და წარმოადგინოს მონაცემები საკომუნიკაციო საშუალებები
6.შეძლოს მონაცემების დამუშავება , ცდის შედეგების ანალიზი
და შეფასება
7. შეძლოს შედეგები გამოიყენოს ყოფა-ცხოვრებაში
შედეგები (
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან)
1. მოსწავლეს
შეუძლიაგანსაძღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები (კვლ.X1)
2. მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურების განხორციელება, მონაცემების აღრიცხვა (კვლ.X 2)
3. მოსწავლეს
შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით
(კვლ.X 3)
4. მოსწავლეს
შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება (კვლ
X4)
|
||||||||||||||||||||
გაკვეთილის მსვლელობა
|
A-ფაზა
მოსწავლეებს ურიგდებათ კბილის
პასტები და ინფორმაცია კბილის პასტებში გამოყენებული
ინგრედიენტების 9 კატეგორიის შეასახებ და
და ეძლევათ დავალება გამოიკვლიონ კბილის პასტის შედგენილობები ეტიკეტების მიხედვით და მოახდინონ ნივთიერებების იდენტიფიცირება მათი ზემოქმედების მიხედვით
(კარიესის საწინააღმდეგო, სახეხი/მათეთრებელი, გამრეცხი. არომატიზატორები, დამატენიანებლები,შემასქელებლები, დამცავი, დამატკბობლები)
B-ფაზა
კვლევის დაწყებამდე მოსწავლეებს წინასწარ ვაძლევ დავალებას მოიპოვონ ინფორმაცია შემდეგ სკითხებზე
1. კბილის წმენდის ალტერნატიული
საშუალებები ძველად და ახლა. მათი ქიმიური შედგენილობა და მნიშვნელობა
2. პირის
ღრუს და კბილის მოვლის სხავადასხვა საშუალებები (სავლებები, გელები, სტომატოლოგიური
ძაფი)
3. კბილის
ჯაგრისის სახეები და მათი როლი. კბილის ჯაგარისის შეცვლის სიხშირე
გაკვეთილზე
მოსწავლეები მოახდენენ მოპოვებული ინფორმაციის
პრეზენტაციას. შემდეგ მათ საშუალებას
ვაძლევ დისკუსიაში მიიღონ მონაწილეობა შემდეგ საკითხებზე
1. რა
განსხვავებაა კბილის მალსა და კვერცხის ნაჭუჭს
შორის?
2. რა
მნიშვნელობა აქვს ფთორის შემცველობას პასტაში
და რა ზეგავლენას აქვს კბილებზე?
3. რა
განსხვავებაა აბრაზიული და არააბრაზიული კბილის პასტებს შორის
4. რა
მნიშვნელობა აქვს კბილის ჯაგრისების სწორად შერჩევას
5. გამოკითხვები-სტომატოლოგთან
ვიზიტი - წარმოადგინონ დიაგრამის სახით
ვიწყებთ კვლევას
1 . ვანაწილებ
მოსწავლეებს 5 კაციან ჯგუფებად
2. თითოეული ჯგუფისათვის შევარჩიე ერთი ბრენდის კბილის პასტა მაგ. პირველმა ჯგუფმა „colgate“,მეორემ “oralb“ და ა.შ
3. გამოიკვლიონ კბილის პასტაში შემაალი ინგრედიენტები,
დაახასიათონ თითოეული და დააჯგუფონ ისინი მათი მოქმედების ფუნქციის მიხედვით
4 . წარმოადგინონ თითოეულმა ჯგუფმა საკუთარი მონაცემები
და აგრეთვე ამ ნაერთების გამოყენება სხვა სფეროში
5
წინასწარ მიცემული ინსტრუქციით დაამზადონ კბილის პასტა
ლაბორატორიაში და შეამოწმონ წმენდის უნარი შეღებილ კვერცხებზე
ვაცნობ უსაფრთხოების
წესებს:
1.
არ მიირთვან კვერცხი , რომელიც ლაბორატორიაში იქნება
2.
არ გამოსცადონ კბილის პასტა საკუთარ თავზე
ინსტრუქცია
დავალება 1. ფერადი კვერცხების დამზადება
1.
ჩაასხით 0,5ჭიქა (120 მლ) მდუღარე წყალი მინის ჭურჭელში.
აურიეთ 1 ჩაის კოვზი (5 მლ) ძმარი და 20 წვეთი საკვების საღებავი
(რეკომენდებულია წითელი ან ლურჯი)
2.
ჩაუშვით მაგრად მოხარშული კვერცხი საღებავის ხსნარში
და გააჩერეთ მანამ, სანამ კვერცხი არ მიიღებს შეფერილობას (მინიმუმ 5 წთ)
3.
ამოიღეთკვერცხი
ფერადი ხსნარიდან და განათავსეთ პირსახოცზე, იმისათვის რომ გაშრეს.
დავალება
2. კბილის პასტის დამზადება ლაბორატორიაში და
ქარხნული და ლაბორატორიაში დამზადებული
კბილის პასტების წმენდის უნარის შემოწმება
1.
აიღეთ 2 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა (10 მლ) და მეოთხედი ჩაის კოვზი (1,25) მარილი.
ჩაყარეთ პლასტმასის თასში. ურიეთ მანამ სანამ კარგად არ შეერევა ერთმანეთს
2.
სოდისა და მარილის ნარევს დაამატეთ სამი მეოთხედი
სუფრის კოვზი (3,7 მლ) გლიცერინი. ურიეთ
გულდასმით. მიიღეთ სქელი მასა. დაამატეთ წყალი საწვეთურით. ურიეთ მანამ სანამ არ
გახდება იგივე კონსისტენციის როგორც ქარხნულად დამზადებული კბილის პასტები
3.
გამორეცხეთ კვერცხები წყლით და გახეხეთ კბილის ჯაგრისით.
არ მოუვა კვერცხის ფერს ? ჩაინიშნეთ შედეგები
4.
შავი მუდმივი მარკერით გაავლეთ ხაზი კვერცხის გარსზე
. კვერცხის ზედაპირი გაყავით ორად. დააწერეთ ერთ მხარეს G- ქარხნული კბილის პასტისთვის და მეორე მხარე კი ასე H ლაბორატორიაში
დამზადებული კბილის პასტისთვის
5.
მოათავსეთ ბარდის ზომის რაოდენობის ქარხნული კბილის
პასტა ჯაგრისზე . ჯაგრისით გაწმიბდეთ G ნაწილი
კვერცხის 5 შემოკვრით ( ერთი შემოკვრა იგივეა რაც ერთი სრული მოძრაობა წინ და უკან).
წყლით გადარეცხეთ კვერცხები და ჯაგრისი
6.
შემდეგ იგივე გააკეთეთ კვერცხის იმ ნაწილზე , რომელსაც აწერია H. შედეგები ჩაინიშნეთ.
7.
გაზომეთ წყლის
, ქარხნული და ლაბორატორიაში დამზადებული
კბილის პასტების PH
ინდიკატორით. ჩაინიშნეთ დაკვირვების შედეგები
8.
შეადარეთ ქარხნული და სახლსი დამზადებული კბილის პასტების აბრაზიული (სახეხი )თვისებები თქვენი
თითებით. ჩაინიშნეთ დაკვირვებები.
(სინჯებს შორის ხელები გულდასმით დაიბანეთ )
(მონაცემთა აღრიცხვის ცხრილი ურიგდებათ მოსწავლეებს
)
მონაცემების აღრიცხვა
მოსწავლეები კვლევის შედეგად
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ვაჯამებთ
შესრულებულ სამუშაოს კითხვებით :
1. რა არის თიღოეული
ინგრედიენტის დანიშნულება თქვენს მიერ დამზადებული კბილი პასტაში? ინგრედიენტების
რა სახის კატეგორიები გამოტოვეთ მისი დამზადებისას?
2. რომელი
კბილის პასტა უკეთ ხეხავს? წმენდისას რატომ
არის უფრო ეგექტიანი აბრაზიული ნაწილაკების
გამოყენება?
3. როგორ
ფიქრობთ წარმოშობს თუ არა ხეხვა აბრაზიული
ნივთიერებებით რაიმე სახის პრობლემა კბილებისათვის?
4. შეადარეთ
წყლის , ლაბორატორიაში დამზადებული და ქარხნული
კბილის პასტის PH მნიშვნელობები. შეუძლია თუ არა pH-ს გავლენა იქონიოს კბილის წმენდის ეფექტურობაზე?
5. როგორ
დაახასათებდით წმენდის უნარის მიხედვით წყალს, ქარხნულ კბილის პასტასა და ლაბორატორიაში
დამზადებულს?
6. როგორ
შეუძლია ფთორის შემცველ ნაერთებს კბილის კარიესის თავიდან აცილებაში დახმარება?
7. შეიცავს
თუ არა მათი გამოყენება რაიმე რისკს მომხმარებლისათვის?
8. შეუძლია
თუ არა ლაბორატორიაში დამზადებულ კბილის პასტას კარიესისაგან კბილების დაცვა?
9. შეიცავს
თუ არა მათი გამოყენება რაიმე რისკს მომხმარებლისათვის?
|
||||||||||||||||||||
შედეგები
|
მოსწავლეები შეძლებენ :
1. კბილის პასტის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების დაჯგუფებას
მათი მოქმედების და ფუნქციის მიხედვით;
2. მარტივი
შედგენილობის კბილის პასტის ლაბორატორიაში დამზადებას;
3. იკვლევენ
ლაბორატორიაში დამზადებულ და ქარხნული კბილის
პასტის pH და წმენდის უნარს;
4. კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებს ადარებენ და
წარმოადგენენ სხვადასხვა საშუალებებით
|
||||||||||||||||||||
საკლასო მენეჯმენტი/ საგანმანათლებლო რესურსები
|
გზამკვლევი მოსწავლეთათვის,
კბილის პასტები, საღებავი, კვერცხები,პირსახოცი, გლიცერინი, სოდა , წყალი, ინდიკატორის ქაღალდი,პიპეტები,ფაიფურის
ჯამი, ქიმიური ჭიქები, კბილის ჯაგრისები, მარკერები, ფურცლები
|
||||||||||||||||||||
შეფასება
|
რუბრიკით
|
შეფასების სქემა პრეზენტაციისათვის
1-3
|
4-5
|
6-7
|
8-10
|
|
საინტერესო შესავალი
|
ტრაფარეტული და უინტერესოა
|
არის მცდელობა აუდიტორიის დაინტერესების
|
საინტერესოდ არის მოწოდებული
|
მოძიებული აქვს დამატებითი მასალა , რაც მას ეფექტურს ხდის
|
თემის გასაგებად წარმოდგენა
|
დარღვეულია ლოგიკა და ბუნდოვანია
|
ნაწილობრივ გასაგებია და განმარტებას მოითხოვს
|
ლოგიკურად არის აგებული,შეიმჩნევა მცირედი ხარვეზები
|
თემა ლოგიკურად არის აგებული,წარმოდგენი-ლი საკითხები ნათელი და გასაგები
|
საუბარი
|
დაბნეულია
|
ხშირად ჩერდება და იმეორებს ერთი და იგივეს
|
გამართული და გასაგებია
|
გამართული და გასაგებია, არ ორჭოფობს, საუბრობს დარწმუნებით
|
დასკვნები
|
არ არის გაკეთებული
|
დასკვნები გაუმართავი და ულოგიკოა
|
ლოგიკურია და კარგად არის ჩამოყალიბებული, თუმცა მცირედი ხარვეზებით
|
ლოგიკურია, კარგდ არის ჩამოყალიბებული და ორიგინალურია
|
თვალსაჩინო-ების გამოყენება
|
არ იყენებს
|
იყენებს მწირად
|
იყენებს დიაგრამებსა და ცხრილებს
|
მიზნობრივად იყენებს დიაგრამებს, ცხრილებს, ილუსტრაციებს, საჭიროების
შემთხვევაში ატარებს ცდებს
|
პასუხი აუდიტორიას
|
უჭირს პასუხის გაცემა
|
პასუხები არ არის
|
თითქმის ყველა კითხვას პასუხობს
|
ყველა კითხვას პასუხობს
|
კვლევითი და ექსპერიმენტული სამუშაოს შეფასების სქემა
კრიტერიუმები
(ფასდება შემდეგი აქტივობები)
|
1-3
|
4-5
|
6-7
|
8-10
|
კვლევის მიზნის განსაზღვრა
|
არასწორად აყალიბებს
მიზანს
|
ნაწილობრივ აყალიბებს მიზანს
|
კარგად აყალიბებს მიზანს, განსაზღვრავს ცვლად და დამოუკიდებელ სიდიდეებს
|
სრულყოფილად აყალიბებს მიზანს,
განსაზღვრავს სპეციფიკურ დეტალებს
|
საჭირო ინვენტარის , მასალის და აღჭურვილობის განსაზღვრა
|
არასწორად ჩამოთვლის საჭირო მასალებს
|
ცამოთვლის საჭირო მასალის ნაწილს
|
ჩამოთვლის საჭირო ზიროთად მასალას
|
ჩამოთვლის ყველა საჭირო ძირითად მასალას
|
კვლევის მიმდინარეობის აღწერა
|
ვერ ღწერს კვლევის მიმდინარეობას
|
აღწერს კვლევის მიმდინარეობის ზოგიერთ ეტაპს
|
აღწერს კვლევის მიმდინარეობის ყველაეტაპს
|
დეტალურად და ასაბუთებს კვლევის
მიმდინარეობის ყველა ეტაპს
|
მონაცემების რრიცხვა, კვლევის შედეგის ვარაუდი
|
ვერ აღრიცხავს მონაცემებს, ვერ აყალიბებს ვარაუდს
|
უსისტემოდ აღრიცხავს მონაცემებს, ვერ ასაბუთებს ვარაუდს
|
აღრიცხავს მონაცემებს, ნაწილობრივ ასაბუთებს ვარაუდს
|
სისტემატურად აღრიცხავს მონაცემებს, ნაწილობრივ ასაბუთებს ვარაუდს
|
მონაცემების ანალიზი და დასკვნა
|
ვერ აანალიზებს მონაცემებს და ვერ აკეთებს შესაბამის დასკვნებს
|
ნაწილობრივ აანალიზებს მონაცემებს და ზოგჯერ აკეთებს სესაბამის დასკვნებს
|
აანალიზებს მონაცემებს და აკეთებს შესაბამის დასკვნებს
|
აანალიზებს მონაცემებს, გამოსახავს გამომსახველობითი საშუალებებით, აკეთებს
დასაბუთებულ დასკვნებს
|